რა როლი აქვს #ფინანსურ განათლებას ახლაგაზრდა #მეწარმეების წარმატებაში? 🤷♀️🚀 🤝 ვიდეო დამზადებულია გერმანული ფონდი შპარკასეს მხარდაჭერით | German Sparkassenstiftung Georgia ვიდეოში მონაწილე სტარტაპები: 🗣️QisaBags 🗣️FlexUp • ფლექსაფი 🗣️ღვინუკა • Gvinuka 🗣️netmark/ნეთმარკი აქვე შეგახსენებთ, რომ ფინედუზე ახალგაზრდებისთვის მეწარმეობისა და ფინანსური განათლების თემაზე ვიდეოკონკურსი მიმდინარეობს, რომლის ბმულსაც კომენტარში გაგიზიარებთ 👇 #ახალგაზრდები #ფინანსურიგანათლება #მეწარმე #სტარტაპი
FinEdu-ფინედუ
Education Administration Programs
ჩემი ფინანსური მეგზური. ფინანსური განათლების პორტალი.
About us
ფინედუ (FinEdu) - ეს არის უნივერსალური პლატფორმა, სადაც თავმოყრილია ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული მიუკერძოებელი, უტყუარი და საჭირო ინფორმაცია. ფინედუს მიზანია გახდეს თქვენი სანდო, ობიექტური და კომპეტენტური მეგზური თქვენი ფინანსური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე. ფინედუს სხვადასხვა პლატფორმაზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საგანმანათლებლო პუბლიკაციები, ბროშურები, ბლოგები, სახელმძღვანელოები და სხვა მსგავსი დამხმარე მასალები, როგორც ბეჭდური, ისე ვიდეო და აუდიო კონტენტი.
- Website
-
http://www.finedu.gov.ge
External link for FinEdu-ფინედუ
- Industry
- Education Administration Programs
- Company size
- 2-10 employees
- Headquarters
- Tbilisi
- Type
- Educational
- Founded
- 2020
Locations
-
Primary
Tbilisi, GE
Updates
-
ნოემბერი ფინედუზე დაზოგვის თვეა 🧮💰 ეს იმას ნიშნავს, რომ ფინედუზე ვისაუბრებთ დაზოგვის საჭიროებაზე და გაგიზიარებთ თემატურ რჩევებსა და მიგნებებს 🗣️🎙️ დღეს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, სიმბოლურად "ოთარაანთ ქვირივის“ დაზოგვის 5 ქისის მეთოდს ვიხსენებთ ✍️📖 შემოსავლების გადანაწილება უკვე არც ქისებში გვიწევს და მათი დაჯგუფებაც ოთარაანთ ქვრივის დარქმეული სახელებისგან განსხვავებული იქნება, თუმცა ამ მეთოდის გამოყენება დღესაც წარმატებით შეიძლება 😊🥰 როგორ? პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, შემოსავლის ნაწილი, სულ მცირე 10% დანაზოგისთვის გადავდოთ 💸💵 შემდეგ კი დარჩენილი თანხა 5 მსხვილი კატეგორიის ხარჯად დავყოთ ანუ ხარჯების 5 პირობით "ქისაში" გადავანაწილოთ 🪙💰 მაგალითად: 1️⃣💰 “გადასახადები“ - სესხის თანხა, ქირა, კომუნალური და სხვა გადასახადები; 2️⃣💰 “საყოფაცხოვრებო ხარჯები“ - სურსათი, ჰიგიენური საშუალებები, ტრანსპორტი; 3️⃣💰 „საიმიჯო ხარჯები“ - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები; 4️⃣💰 „ხარჯები სურვილებზე“ - გართობა, მეგობრები; 5️⃣💰 “თავისუფალი თანხა” - მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის მთავარი - დანაზოგებზე თანხის გადადება და მიმდინარე ხარჯების დაგეგმვა გაკეთებულია! ახლა მთავარია, მიმდინარე თვეში ჩვენსავე შემუშავებულ ხარჯვის გეგმას მივყვეთ 📌🧷 აქვე გიზიარებთ თემატურ პოსტერს, რომელიც ფინედუს ერთ-ერთ ახალგაზრდული ფოტოკონკურსის საპრიზო ადგილზე გასულ მართა გაბუნიას ეკუთვნის👇 #დაზოგვა #დაზოგე #დაზოგეჭკვიანურად
-
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1-ელი ნოემბერი 📌📝 თუ: ✍️ ჯერაც არ შეგივსიათ დეკლარაცია, 🤔 ან არ იცით ის სად და როგორ შეავსოთ, 🙄 ან თუ გაქვთ სხვა თემატური შეკითხვა… ჩვენს ვიდეოში ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ 👇🎬 გიზიარებთ #ფინედუ-ს Live რუბრიკის "ექსპერტი ფინედუზე" ჩანაწერს ქონების დეკლარაციის თემაზე #წლიურიდეკლარაცია #გადასახადები #დაბეგვრა
-
🎉 დღეს, 31 ოქტომბერს, მსოფლიოში დაზოგვის დღე აღინიშნება! 🇬🇪 საქართველო და ეროვნული ბანკი პარტნიორებთან ერთად ამ დღის აღნიშვნვას წელს უკვე მეცამეტედ უერთდება ☺️ სწორედ დღეს დაწყება ფინედუს ყველაზე მოთხოვნადი პროექტი #მოიწვიეფინედუკლასში , ამიტომ დაელოდეთ სიახლეებს 👇 ხოლო, ამ ვიდეოში კი #ფინედუ მოკლედ მოგიყვებათ დაზოგვის დღის ისტორიისა და ჩვენი გამოცდილების შესახებ #დაზოგვა #მსოფლიოდაზოგვისდღე2024 #განათლება #ფინანსურიგანათლება #ჩემიფინანსურიმეგზური
-
ფინედუზე კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობირების ამაღლების თვის კამპანია სრულდება 🛡 კამპანიის ფარგლებში #ფინედუ-ზე ვეცადეთ, სხვადასხვა კუთხით დაგვენახვებინა კიბერსამყაროს რისკები და მისგან თავდაცვის სტრატეგიები 🚀 შეჯამების სახით კი, ტრადიციულად, გთავაზობთ ტესტს 👇 გადახედეთ, შეამოწმეთ ცოდნა და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში 🤩 #დაფიქრდისანამგახსნი #ისაუბრეკიბერუსაფრთხოებაზე #ისწავლედაასწავლე #დაიცავიშენისამყარო #იყავიკიბერგმირი #ThinkB4UClick #კიბერუსაფრთხოებისთვე #CyberMonth2024
ქვიზი: რა იცი კიბერუსაფრთხოებაზე?
on.ge
-
ფინანსურად თუ ციფრულად წიგნიერი მოქალაქის აღზრდაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ მასწავლებლებსაც👩🏫🧑🏫 ფინანსური თაღლითობების ამოცნობა უსაფრთხოები სთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.🛡📚 ამ საკითხებზე მასწავლებელი თამარ ჩაგელიშვილი გესაუბრებათ. 🎙 ვიდეო შემუსავებულია ეროვნული ბანკის მიერ მოქალაქეობის მასწავლებლებისათვის დამხმარე მასალების შემუშავების პროექტის ფარგლებში 📽🎬 #ისაუბრეკიბერუსაფრთხოებაზე #ისწავლედაასწავლე #დაიცავიშენისამყარო #იყავიკიბერგმირი #დაფიქრდისანამგახსნი #ThinkB4UClick #კიბერუსაფრთხოებისთვე #CyberMonth 0:00 / 11:52
-
📌🪤🎣✅ უფროსი თაობა თაღლითებისთვის ერთ-ერთი მიზნობრივი აუდიტორიაა. 👇🛡🌐✅ იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენს ირგვლივ მყოფი უფროსი თაობის ადამიანები, მნიშვნელოვანია მათ ესაუბროთ ინტერნეტსა და გარშემო მყოფ ფინანსურ და კიბერსაფრთხეებზე და მათგან თავდაცვის გზებზე. #ისაუბრეკიბერუსაფრთხოებაზე #ისწავლედაასწავლე #დაიცავიჩვენისამყარო #იყავიკიბერგმირი #დაფიქრდისანამგახსნი #ThinkB4UClick #კიბერუსაფრთხოებისთვე #CyberMonth
-
AI, იგივე ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. თუმცა, AI-ის აქტიურად იყენებენ კიბერკრიმინალებიც. 🪤🎣😎 გთავაზობთ რჩევებს, რომელთა მიყოლა დაგეხმარებათ AI-ის უსაფრთხო გამოყენებაში. 📌👇🛡 #დაფიქრდისანამგახსნი #ისაუბრეკიბერუსაფრთხოებაზე #ისწავლედაასწავლე #დაიცავიჩვენისამყარო #იყავიკიბერგმირი #ThinkB4UClick #კიბერუსაფრთხოებისთვე #CyberMonth
-
ეს ვიდეოც მოზარდების ციფრულ სამყაროში უსაფრთხოებაზეა. ✅🌐🛡 ვიდეო შემუშავებულია Bank of Georgia-ს მხარდაჭერით. #დაფიქრდისანამგახსნი #ისაუბრეკიბერუსაფრთხოებაზე #ისწავლედაასწავლე #დაიცავიჩვენისამყარო #იყავიკიბერგმირი #ThinkB4UClick #კიბერუსაფრთხოებისთვე #CyberMonth
-
ინტერნეტი ბავშვებისა და მოზარდებისთვის სწავლისა და გართობის შესანიშნავი საშუალებაა. მაგრამ, როგორც რეალურ სამყაროში, იქაც ბევრი საფრთხე არსებობს.📣🪤📢 მნიშვნელოვანია მშობლებმა ამ საფრთხეებზე შვილებთან ისაუბრონ და ამით წვლილი შეიტანონ კარგი ციფრული მოქალაქეების აღზრდაში. ამაში კი ფინედუს რჩევები დაგეხმარებათ. 👇🤝🛡 #ისაუბრეკიბერუსაფრთხოებაზე #ისწავლედაასწავლე #დაიცავიჩვენისამყარო #იყავიკიბერგმირი #დაფიქრდისანამგახსნი #ThinkB4UClick #კიბერუსაფრთხოებისთვე #CyberMonth