ᕗანრი კარტიე-ბრესონი ფოტოგრაფიის სფეროში დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. სპონტანურობამ, რომელსაც იგი საკუთარ ფოტონამუშევრებს სძენდა, ფოტოჟურნალისტიკა ხელოვნების განუყოფელ ნაწილად აქცია. ᕗ კარტიე-ბრესონი მომენტის დატყვევების უნარს ფლობდა. მისი ფოტონამუშევრები უნიკალურ მოვლენებსა და პერსონაჟებს ასახავენ, აცოცხლებენ მათ და ეპოქის სულს გადმოსცემენ. ᕗ გადაღების იდეალურ მომენტად კარტიე-ბრესონი მიიჩნევდა წამს, როდესაც ყველა მოძრავი ობიექტი იმგვარად განლაგდებოდა, რომ მათ მიერ შექმნილ სურათს სამყაროს შესახებ რაიმე გულწრფელისა და რეალურის გამოხატვა შეეძლო. ᕗ 1947 წელს კარტიე-ბრესონმა, რობერტ კაპასთან, დევიდ სეიმურთან და ჯორჯ როჯერთან ერთად ფოტოგრაფიის სააგენტო Magnum Photos დააარსა. მისი გადაღების ყველა ობიექტი წამიერი იყო, ყველას გააჩნდა საკუთარი “გადამწყვეტი მომენტი”. კარიერის მიწურულს კარტიე-ბრესონმა Magnum Photos-თან თანამშრომლობა დაასრულა და ფერწერას დაუბრუნდა. თავისი ორმაგი გატაცება მან ერთხელ ასე აღწერა - “ფოტოგრაფია დაუყოვნებელი რეაქციაა, ხატვა კი მედიტაცია”. ... #educationalblog #marklab #photographylovers #henrycartierbresson
-
+2