Petra Group reposted this
ACCOR ჯგუფის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი ფილიპ ბონე Petra Group-ის ზღვისპირა პროექტის - Petra Sea Resort-ის ფარგლებში Pullman-ის სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიას ესწრებოდა. ბონემ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მედიასთან კომენტარიც გააკეთა როგორც პროექტის, ისე - საქართევლოს, როგორც საინვესტიციოდ ღირებული პარტნიორის შესახებ. „ჩვენთვისაც დიდი აღმოჩენა იყო ბათუმთან ახლოს ისეთი მშვენიერი რეკრეაციული ადგილის არსებობა, სადაც მთისა და ზღვის ჰაერი ასე ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული. ეს არის იდეალური ადგილი დასასვენებლად და მოხარული ვარ, რომ ასეთ გამორჩეულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვეცა. საქართველო Accor-ის ჯგუფის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვჯერა, რომ პროექტები, რომლებსაც თქვენს ქვეყანაში სამომავლოდ განვახორციელებთ, იქნება წარმატებული და ხელს შეუწყობს თქვენი ქვეყნის პოპულარიზებას და მეტ ცნობადობას ევროპის, ამერიკისა და სხვა მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე. Accor-ი სტუმარმასპინძლობის სექტორის ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია ევროპაში და მოხარული ვართ, ვიყოთ თქვენი ქვეყნის პარტნიორები, განსაკუთრებით, პრემიუმ-კლასის ტურიზმის განვითარების პროცესში“, - აღნიშნა ფილიპ ბონემ.