შინაარსზე გადასვლა

პატიმრის დილემა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ითანამშრომლებს თუ არა ორი ტუსაღი თავისუფლების დაკარგვის მინიმუმამდე დაყვანისთვის, ენდობიან რა ერთმანეთს თანამშრომლობაში, თუ გასცემენ ერთმანეთს გათავისუფლების იმედით?

„ტუსაღის დილემა“, ასევე „პატიმრის დილემა“თამაშთა თეორიაში არაკოოპერაციული თამაში, რომელშიც მოთამაშეები მიისწრაფვიან მიიღონ სარგებელი ერთმანეთთან თანამშრომლობით ან პირიქით, ერთმანეთის გაცემით. ისევე როგორც ზოგადად თამაშის თეორიაში, დაშვებულია, რომ მოთამაშე (ტუსაღი) საკუთარი სარგებლის მაქსიმალიზაციას ცდილობს და სხვების სარგებელზე არ დარდობს. ტუსაღის დილემაში „ჩაშვება“ მკაცრად დომინირებს თანამშრომლობაზე, ამიტომ ერთადერთი შესაძლებელი წონასწორობა — ორივე მოთამაშის მიერ ერთმანეთის გაცემაა. მარტივი სიტყვებით, მნიშვნელობა არ აქვს რას გააკეთებს მეორე მოთამაშე, ყოველი მოიგებს მეტს თუ „ჩაუშვებს“. ვინაიდან ნებისმიერ სიტუაციაში „ჩაშვება“ უფრო მომგებიანია, ყველა რაციონალური მოთამაშე „ჩაშვებას“ აირჩევს.

ცალ-ცალკე რაციონალური ქმედებით მოთამაშეები საერთო ჯამში არარაციონალურ გადაწყვეტამდე მიდიან: თუ ორივე გასცემს ერთმანეთს, თითოეული ჯამში მიიღებს ნაკლებ სარგებელს (სასჯელს თანაბრად გაიყოფს), ვიდრე ერთმანეთთან თანამშრომლობის შემთხვევაში (ერთადერთ წონასწორობას ამ თამაშში არ მივყავართ პარეტოს ოპტიმალურ ამოხსნამდე). ამაში მდგომარეობს დილემის არსი. ტუსაღის დილემის მაგალითს ხშირად იყენებენ ეკონომიკური თეორიის სახელმძღვანელოებში ოლიგოპოლიისა და კარტელის განხილვისას.

ორი ეჭვმიტანილი, უტყუარი ფაქტების საფუძველზე, დააკავეს ძარცვის გამო. გამომძიებლები, თანამშრომლობის მოტივიდან გამომდინარე, მათ ცალ-ცალკე საკნებში ათავსებენ, რაც გამორიცხავს პატიმრების ერთმანეთან კავშირს. თითოეულ მათგანს თავაზობენ ორ გამოსავალს: აღიაროს ან არ აღიაროს დანაშაული. ამავდროულად მათ უხსნიან:

  1. თუ ერთი მათგანი აღიარებს ჩადენილს, მაშინ მას ბრალდება მოეხსნება, მეორეს კი მიესჯება თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
  2. თუ ორივე აღიარებს დანაშაულს, მაშინ ორივეს მიესჯება 6 წელი.
  3. თუ არც ერთი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მაშინ ორივეს 1 წელი მიესჯება.
აღიარება არ აღიარება
აღიარება (6/6) (0/7)
არ აღიარება (7/0) (1/1)

გამომდინარე იქიდან, რომ ამ თამაშის თითოეული მონაწილის მიზანი საკუთარი კეთილდღეობის მაქსიმალიზაციაა, მოთამაშეებისთვის თავდაცვის მიზნით საუკეთესო არჩევანია დანაშაულის აღიარება (იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფარულად შეთანხმებას ვერ ახერხებენ).

  • აღიარების შემთხვევაში: რისკია 0 - 6 წელი
  • არ აღიარების შემთხვევაში: რისკია 1 - 7 წელი

თამაში პერიოდულად მეორდება და ყოველ მოთამაშეს შეუძლია მეორე „დასაჯოს“ წინა თამაშში ჩაშვებისთვის. ამგვარ თამაშში თანამშრომლობა შეიძლება გახდეს წონასწორობა, ხოლო ჩაშვების სტიმული კი შესაძლოა დასჯის საშიშროებად გადაიქცეს (იტერაციების რაოდენობის ზრდით ნეშის წონასწორობა მიისწრაფვის პარეტოს ეფექტიანობისკენ.

  • Bicchieri, Cristina and Mitchell Green (1997) "Symmetry Arguments for Cooperation in the Prisoner's Dilemma", in G. Holmstrom-Hintikka and R. Tuomela (eds.), Contemporary Action Theory: The Philosophy and Logic of Social Action, Kluwer.
  • Iterated Prisoner's Dilemma Bibliography web links, July, 2005.
  • Plous, S. (1993). Prisoner's Dilemma or Perceptual Dilemma? Journal of Peace Research, Vol. 30, No. 2, 163–179.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  翻译: