პაბლო პიკასო
პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Picasso; დ. 25 ოქტომბერი, 1881, მალაგა, ესპანეთი ― გ. 8 აპრილი, 1973, მუჟენი, საფრანგეთი) — ესპანელი მხატვარი და სკულპტორი.
ციტატები
[რედაქტირება]ყოველი ბავშვი - მხატვარია. რთული ისაა, რომ დარჩეს მხატრვად მას შემდეგ, რაც გაიზრდება. |
მე ვისურვებდი ვცხოვრობდე, როგორც ღარიბი ადამიანი ფულით. |
ოთხი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ დამეხატა რაფაელივით და მთელი ცხოვრება, რათა მესწავლა ბავშვივით ხატვა. |
დამწყებ მხატვარს უგებს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. ცნობილს - კიდევ უფრო ცოტა. |
კარგი მხატვრები ბაძავენ, დიდი მხატვრები - უბრალოდ იპარავენ. |
მხატვარია, ვინც ხატავს იმას, რასაც ყიდის, მაგრამ ნამდვილი ხელოვანი მხოლოდ ისაა, რომელიც რასაც ხატავს, იმას ყიდის. |
ხელოვნება ტყუილია, რომელიც გვაახლოებს სიმართელსთან. |
ჩემი ნახატი ჩემზე ძლიერია - იგი ყოველთვის იღებს ჩემგან იმას, რაც სურს. |
მე ვისვენებ, როცა ვმუშაობ და ვიღლები, როცა ვუსაქმურობ და სტუმრებს ვიღებ. |
ღმერთი - ისეთივე მხატვარია, როგორც სხვა მხატვრები. მან შემქნა ჟირაფი, სპილო და კატა. მას არ აქვს თავისი სტილი. უბრალოდ ის ყოველ ჯერზე ცდის რაღაც ახლის შექმნას. |
მე არ ვამბობ ყველაფერს, მაგრამ დახატვით ყველაფერს ვხატავ. |
ადამიანებს შორის უფრო მეტი ერთნაირია, ვიდრე ორიგინალები. |