Healthcare Association

Healthcare Association

Non-profit Organizations

Together for Changes

About us

„ჯანდაცვის ასოციაცია“ წევრობაზე დაფუძნებული, საერთო იდეის გარშემო შეკრებილი სამედიცინო დაწესებულებების გაერთიანებაა, რომელიც ღიაა ნებისმიერი სტაციონარული და ამბულატორიული კლინიკისთვის. The Healthcare Association is a membership-based union of medical institutions gathered around a common idea open to any inpatient or outpatient clinic.

Website
https://www.healthcareassociation.ge/
Industry
Non-profit Organizations
Company size
2-10 employees
Type
Nonprofit

Employees at Healthcare Association

Updates

  • 🌍🧠 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ დღის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების შესახებ და ფსიქიკური კეთილდღეობის მხარდაჭერა, გარემოს შექმნა, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავისუფლად გამოთქვამს თავის განცდებს და საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს დახმარებას.

    • No alternative text description for this image
  • „ჯანდაცვის ასოციაციაში ჩვენი იურიდიული ფირმის გაწევრიანებით, გვჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ იმ სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც წარმოიშობა, ერთი მხრივ, სამედიცინო დაწესებულებებსა და სამედიცინო პერსონალს, ხოლო, მეორე მხრივ, პაციენტებს შორის. ეს საკითხები დღითიდღე იძენენ უფრო მეტ აქტუალურობას." იურიდიული ფირმა BLC Law Office-ის დამფუძნებელი და პარტნიორი, ალექსანდრე ბოლქვაძე. ⚕️ ასოციაციის წევრობა არის შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს და სახელმწიფო ინსტიტუტებს გავუზიაროთ დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და ხედვა სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.

    • No alternative text description for this image
  • 🚺 ვარდისფერი ოქტომბერი 🎗️ ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, რომელიც 1997 წლიდან აღინიშნება 50-ზე მეტი ქვეყანაში. მისი მიზანია: ცნობიერების ამაღლება, რისკების, რეგულარული თვითშემოწმებისა და პროფილაქტიკური კვლევების მნიშვნელობის შესახებ ინფორმირება. Საქართველოში ძუძუს კიბოს უფასო სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა 40-70 წლის ასაკის ქალებისთვისაა შესაძლებელი. უფასო სკრინინგი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ #PinkOctober #BreastCancerAwarenessMonth

    • No alternative text description for this image
  • 🟠 ასოციაციის წევრმა კლინიკამ, ,,თბილისის გულის ცენტრმა" წარმატებით გაიარა ავსტრალიის საერთაშორისო ხარისხის აკრედიტაციის ორგანიზაციის Australian Council on Healthcare Standards International შემოწმება და მიენიჭა ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის სერთიფიკატი. აღნიშნული კომპანიის მიერ აკრედიტებულია ავსტრალიის, ოკეანეთის და აზიის (მათ შორის დუბაის არაერთი) მაღალტექნოლოგიური მრავალი კლინიკა, ხოლო თბილისი გულის ცენტრი გახდა აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში აღნიშნული საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატის პირველი მფლობელი! აკრედიტაციისათვის მზადების პროცესში თბილისის გულის ცენტრში დანერგილი იქნა არაერთი სტანდარტი და პოლიტიკა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამედიცინო სერვისების მაღალ ხარისხს, ინფექციის კონტროლის უწყვეტობას, პერსონალის მუშაობის მაღალ სტანდარტებს, პაციენტების და მათ ოჯახის წევრებზე ორიენტირებულ მიდგომებს, კლინიკის ინფრასტრუქტურის განვითარების და წინსვლის სტრატეგიას და ზოგადად კლინიკის მზაობას, დაძლიოს ნებისმიერი გამოწვევა, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების პერსპექტივას.

    ჯანდაცვის ასოციაცია / Healthcare Association

    ჯანდაცვის ასოციაცია / Healthcare Association

    facebook.com

  • 🫀 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე (World Heart Day) აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათი პრევენციის მხარდაჭერას. 🌿 ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, რომ შევამციროთ რისკები და დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა! #WorldHeartDay #HeartHealthMatters

  • 🫀 გულის დაავადებები - რა უნდა ვიცოდეთ? გულის დაავადებები მსოფლიოში ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. აფრიკა, აზია, აღმოსავლეთ ევროპა და სამხრეთ ამერიკა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. 🔹 რისკ-ფაქტორები: მაღალი არტერიული წნევა, რაციონი, მოძრაობის ნაკლებობა და სტრესი არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ზრდიან გულის დაავადებების განვითარების რისკს. 🔹 პრევენცია: გულის დაავადებების პრევენცია მოითხოვს აქტიურ ცხოვრების წესს, ჯანსაღ კვებას და რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას. სტატისტიკა: 🔴 გლობალურად გულის დაავადებებისგან მოსახლეობის 33% იღუპება (გულის შეტევა, ინსულტი და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები) 🔴 18% კიბო 🔴 7% ქრონიკული რესპირატორული დაავადებები 🔴 4.5% საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (ციროზი და სხვა) 🔴 2.7% დიაბეტი 🔴 5.7% სხვა არაგადამდები დაავადებები

    • No alternative text description for this image
  • ⚕️ 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს აღნიშნავს, რომელიც მიზნად ისახავს ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ალცჰაიმერი ტვინის სპეციფიკური დაავადებაა, დემენციის ყველაზე გავრცელებული ტიპი და ის დემენციის მქონე ადამიანების 60-70 %-ს აღენიშნება. ალცჰაიმერი და დემენცია სერიოზული გამოწვევაა როგორც პაციენტებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის. ადრეული დიაგნოზი და დახმარება უმნიშვნელოვანესია უკეთესი შედეგებისთვის. ❓ რა შეიძლება გავაკეთოთ დაავადების პრევენციისა და სიმპტომების მართვისთვის? ✔️ იყავით ფიზიკურად აქტიური; ✔️ იკვებეთ ჯანსაღად; ✔️ შეწყვიტეთ მოწევა და ალკოჰოლის მიღება; ✔️ ხშირად ეწვიეთ შემოწმებაზე ექიმს; ✔️ მისდიეთ თქვენს ჰობის და აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ;  ✔️ ეძიეთ ახალ-ახალი საშუალებები გონებრივი აქტივობის შესანარჩუნებლად; ✔️ გაატარეთ დრო ოჯახსა და მეგობრებთან ერთად და იყავით სოციალურად აქტიური. #AlzheimersDay

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Healthcare Association, graphic

    349 followers

    🟠 ჯანდაცვის ასოციაციის წევრი, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანი, Marina Darakhvelidze საუბრობს კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის შესახებ.

  • View organization page for Healthcare Association, graphic

    349 followers

    ჯანდაცვის ასოციაცია გიწვევთ ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც განხილული იქნება სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად, როგორიცაა: - მმართველობა და ლიდერობა - პაციენტის უსაფრთხოება - ხარისხის გაუმჯობესება თუ გსურთ აღნიშნულ თემებზე საერთაშორისო ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების გამოცდილება გაიზიაროთ, დარეგისტრირდით და შემოგვიერთდით 22-23 ივლისს. ნუ გამოტოვებთ ამ შესაძლებლობას, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://lnkd.in/duJW8J_p

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Healthcare Association, graphic

    349 followers

    ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება! თემა: პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. თუ გსურთ საერთაშორისო დონეზე წარადგინოთ თქვენი სამედიცინო დაწესებულება, მიიღოთ საჭირო ინფორმაცია ექსპერტებისგან და ჩაერთოთ საინტერესო დისკუსიებში, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე:https://lnkd.in/duJW8J_p ამასთან ერთად, გიზიარებთ კონფერენციის მომხსენებლებს. International Healthcare Conference: Less Than One Month to Go! Topic: Advancing Patient Care and Quality Improvement Are you ready to take your medical institution to the international stage? Join us to gain essential insights from experts and participate in engaging discussions on patient safety and medical service quality improvement. Register now: https://lnkd.in/duJW8J_p and meet our speakers!

    • No alternative text description for this image

Similar pages

Browse jobs