🔶“ძალიან მნიშვნელოვანი რიკოთის მთავარი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ გვირაბში უკვე დღეს გადაირთვება. ახალი გვირაბი სრულად არის აღჭურვილი საგზაო უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა, მექანიკური თუ ელექტრო, სისტემით. რა თქმა უნდა, სავინტილაციო, პირდაპირი კავშირების, შეტყობინებების სისტემებით. ასევე, მიმდინარეობს ამ სისტემების მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი პარალელური გვირაბი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება სამი საევაკუაციო, მათ შორის, ერთი სამანქანო გასასვლელით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბები აღჭურვილი იქნება საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სისტემებით. დასკვნით ეტაპზეა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ჩუმათელეთ-ხევის მონაკვეთზე. ზოგიერთი დიდი ფერდის დამუშავება უკვე დასკვნით ეტაპზეა. რა თქმა უნდა, გამოწვევა არის მეწყრულ მონაკვეთზე, სადაც მოეწყობა ახალი გზა, რომელზეც გადაერთვება მოძრაობა. სამუშაოები გაგრძელდება და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საფარის დაგებაც დაიწყება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამით მთლიანად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა იქნება დასრულებული“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ახალი გვირაბის დათვალიერებისას განაცხადა
Amazing success, it is a great date for Georgia!!! Best regards from Kutaisi!!!
EU Directive 2019/1936/EC Framework, Cert. RSA(EU), Climate Resilience, Green Highways/Traffic, Urban-Regional Economy, & Supervision/Design, Policy/Legislation, Training. Plus Certified Golf Teacher @EUGolf Tech Fed
2moMake sure road safety is strong.