📣 სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ნათია ჭყონია The Fletcher School at Tufts University-ის ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებული გახდა. 🎓 The Fletcher School Leadership Program for Financial Inclusion 9-თვიანი პროგრამაა. ის პოლიტიკის შემქმნელებსა და რეგულატორებს ისეთი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ეხმარება, რომელიც მოსახლეობის ფინანსური ჩართულობის ზრდას უწყობს ხელს. 👉 პროგრამის ფარგლებში, ნათია ჭყონიამ მცირე და საშუალო მეწარმე ქალების ფინანსური ჩართულობის ზრდის ხელმშემწყობი პოლიტიკა შეიმუშავა, რომელიც ტაფტის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნდა. დოკუმენტის შექმნის მიზანი კი ამ პოლიტიკის რეალურ რეჟიმში დანერგვაა. 💼 გვჯერა, ნათია მიღებულ ცოდნას წარმატებით გამოიყენებს პრაქტიკაში და პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები მას პროფესიულ ზრდაში დაეხმარება. 🎉 საქართველოს ეროვნული ბანკი დიდ წარმატებებს უსურვებს ნათიას თავის საქმიანობაში!
ნათია, ვამაყობ შენით 💛 ბევრი წარმატება 👏👏👏
❤️❤️
ნათიას ვულოცავ და გულითად წარმატებას ვუსურვებ. იმედს ვიტოვებ, რომ მისი ცოდნა და კომპეტენცია ბევრად გააუმჯობესებს სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის საქმიანობას. ჩემი ეს კომენტარი გამოიწვია იმ უბრალო დამთხვევამ, რომ აღნიშნული პოსტის ნახვის პარალელურად უკვე მესამეჯერ მივმართე National Bank of Georgia ხსენებული დეპარტამენტის მომხმარებელთა მომართვებზე რეაგირების განყოფილებას, რათა გამერკვია თუ როგორ იცავს ან რეაგირებს აღნიშნული სტრუქტურა მომხმარებელთა მომართვებზე. პასუხად ტელეფონზე მირეკავს ხათუნა და მაფრთხილებს, რომ ჩვენი საუბარი იწერება და "მაბოლებს", აი ისეთს ელ.ფოსტით, რომ არ მოიწერება. მე კიდე დაჟინებით ვითხოვ, რომ ელ.ფოსტით დამიბრუნონ უკუკავშირი. ამ დრომდე არაფერი ხდება. Ps. ეს პლატფორმა სხვა კეთილი მიზნებითაც გამოვიყენოთ. ✌️
წარმატებები, ნათი❣️
Good Luck! 🌸✨❤️❤️
Attended Tbilisi State University
1moწარმატებები ნათია!