შინაარსზე გადასვლა

ფრიდლანდის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდლანდის ბრძოლა
ნაპოლეონის ომების ნაწილი

ნაპოლეონი ფრიდლანდის ბრძოლის ველზე
თარიღი 14 ივნისი, 1807
მდებარეობა ფრიდლანდი, პრუსია
შედეგი რუსეთის არმიის მარცხი
მხარეები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი რუსეთის დროშა რუსეთი
მეთაურები
ნაპოლეონ I ბენიგსენი
ძალები
85 000 ჯარისკაცი, 118 ქვემეხი 60 000 ჯარისკაცი, 120 ქვემეხი
დანაკარგები
8 000 დაჭრილი და დაღუპული 30 000 - 40 000 დაჭრილი და დაღუპული. 80 ქვემეხი
ფრიდლანდის ბრძოლა ვიკისაწყობში

ფრიდლანდის ბრძოლარუსეთისა და საფრანგეთის ჯარების უკანასკნელი ბრძოლა 14 ივნისს რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის 1806-1807 წლების ომში აღმოსავლეთ პრუსიის ქალაქ ფრიდლანდის (ახლანდ. პრავდინსკი კალინინგრადის ოლქი) მახლობლად. მდინარე ალეს დასავლეთ ნაპირზე არახელსაყრელი პოზიცია ეკავა რუსეთის არმიას. ნაპოლეონ I-ის ჯარებმა რუსეთის არმიის გარშემორტყმისა და განადგურების მიზნით დაარტყა მის მარცხენა ფრთას. რუსეთის ჯარის მარცხენა ფრთამ, რომლის სარდალიც იყო გენერალი პეტრე ბაგრატიონი, საარტილერიო ცეცხლითა და ცხენოსანთა ჯარის კონტრშეევებით უკუაგდო მტრის ჭარბი ძალების შეტევები და უზრუნველყო რუსეთის არმიის გადასვლა ალეს აღმოსავლეთ ნაპირზე.

  翻译: