Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia

Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia

Government Administration

About us

Regional development policy, introduction of water supply systems, development of integrated state policy on development and designing of networks of secondary and international roads and scientific-technical progress fall under the field of management of the Ministry.

Website
http://mrdi.gov.ge
Industry
Government Administration
Company size
51-200 employees
Headquarters
Tbilisi
Type
Government Agency
Founded
2009
Specialties
Region Development, Infrastructure, Rehabilitation, and Invetsment

Locations

Employees at Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia

Updates

  • ✅გურიაში, ბახმაროსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა 🔵მოეწყო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები - წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები 🔵გზა შემოიფარგლა ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები 🔵სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა. შემცირდა მგზავრობის დროც 🔵პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა, რომლის ღირებულება 19.2 მილიონი ლარია #ინფრასტრუქტურა2024

    • No alternative text description for this image
  • 🔵ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტები მიმდინარეობს 🔶ფოთისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვლება სოფელი ნოსირიდან ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული დაზიანებული მონაკვეთები, რომელიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფს ქ. ფოთის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში შემავალ 17 სოფელს 🔵ქსელის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა წმინდა გიორგის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელი განახლდება მალთაყვას უბანშიც, პროექტი ასევე ითვალისწინებს: ჭაბურღილების, სათავე ნაგებობებისა და სკადას სისტემის მოწყობას. მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდება საქლორატოროსა და სატუმბ სადგურებზეც, მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი. პარალელურ რეჟიმში, ქ. ფოთში გრძელდება წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებიც 🔶ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობის პროექტის მიერ დაზიანებული საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებიც მიმდინარეობს, რაც ჯამში 17 კმ-მდე მონაკვეთზე, 10 ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გულისხმობს 🔵პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით ახორციელებს, რომელსაც ჯამში 193 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება

    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
      +3
  • #საუკუნისპროექტი ✅რიკოთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის 36 კმ-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს 🔴რიკოთის უღელტეხილზე საერთო ჯამში შენდება 52 კმ სიგრძის 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა 51 გვირაბი და 97 ხიდი 🔴რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია 🔴ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, განათების სისტემას #ინფრასტრუქტურა2024

  • ✅რიკოთის ახალი 1800 მ-იანი გვირაბი გაიხსნა 🔶აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა 🔵ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია 🔶დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ძველ გვირაბში განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები 🔵ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 52 კმ სიგრძის 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, განათების სისტემას #საუკუნისპროექტი #ინფრასტრუქტურა2024

    • No alternative text description for this image
  • 🔶“ძალიან მნიშვნელოვანი რიკოთის მთავარი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ გვირაბში უკვე დღეს გადაირთვება. ახალი გვირაბი სრულად არის აღჭურვილი საგზაო უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა, მექანიკური თუ ელექტრო, სისტემით. რა თქმა უნდა, სავინტილაციო, პირდაპირი კავშირების, შეტყობინებების სისტემებით. ასევე, მიმდინარეობს ამ სისტემების მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი პარალელური გვირაბი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება სამი საევაკუაციო, მათ შორის, ერთი სამანქანო გასასვლელით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბები აღჭურვილი იქნება საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სისტემებით. დასკვნით ეტაპზეა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ჩუმათელეთ-ხევის მონაკვეთზე. ზოგიერთი დიდი ფერდის დამუშავება უკვე დასკვნით ეტაპზეა. რა თქმა უნდა, გამოწვევა არის მეწყრულ მონაკვეთზე, სადაც მოეწყობა ახალი გზა, რომელზეც გადაერთვება მოძრაობა. სამუშაოები გაგრძელდება და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საფარის დაგებაც დაიწყება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამით მთლიანად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა იქნება დასრულებული“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ახალი გვირაბის დათვალიერებისას განაცხადა

  • ✅აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა 🔵ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია 🔵“ძალიან მნიშვნელოვანი რიკოთის მთავარი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ გვირაბში უკვე დღეს გადაირთვება. ახალი გვირაბი სრულად არის აღჭურვილი საგზაო უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა, მექანიკური თუ ელექტრო, სისტემით. რა თქმა უნდა, სავინტილაციო, პირდაპირი კავშირების, შეტყობინებების სისტემებით. ასევე, მიმდინარეობს ამ სისტემების მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი პარალელური გვირაბი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება სამი საევაკუაციო, მათ შორის, ერთი სამანქანო გასასვლელით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბები აღჭურვილი იქნება საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სისტემებით. დასკვნით ეტაპზეა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ჩუმათელეთ-ხევის მონაკვეთზე. ზოგიერთი დიდი ფერდის დამუშავება უკვე დასკვნით ეტაპზეა. რა თქმა უნდა, გამოწვევა არის მეწყრულ მონაკვეთზე, სადაც მოეწყობა ახალი გზა, რომელზეც გადაერთვება მოძრაობა. სამუშაოები გაგრძელდება და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საფარის დაგებაც დაიწყება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამით მთლიანად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა იქნება დასრულებული”“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ახალი გვირაბის დათვალიერებისას განაცხადა 🔵დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ძველ გვირაბში განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები 🔵ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 52 კმ სიგრძის 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, განათების სისტემას.

    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
      +15
  • ✅თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა 🔶რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს 🔵ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს, დაბა ბაკურიანში ეწყობა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი და 3 კმ სიგრძის ტრასა. თბილისში კი, შენდება ყინულის სასახლე, რომლის უმაღლესი დონის ტექნიკური სავარჯიშო სტადიონი მოემსახურება ხოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს. ორივე პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება 🔶საერთაშორისო სტანდარტის თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი. სასახლის შენობაში მოეწყობა ყინულის მოედანი (60მX30), სავარჯიშო, ქორეოგრაფიული და საგრიმიორო დარბაზები, გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი, სამედიცინო ოთახები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია კაფე - მოედნის პანორამული ხედით, ავტოსადგომი და რეკრეაციული ზონა 🔵შენობაში მონტაჟდება გაგრილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს ტენიანობის დონეს და მაყურებლთა სივრცის გათბობას. მოედანზე დამონტაჟდება ორი ტაბლო და განათების სისტემა 🔶ყინულის სასახლე აღიჭურვება თანამედროვე (ევროპული წარმოების) ორი ერთეული ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი მანქანა-დანადგარით. ასევე, სპეციალიზებული იატაკის იზოლირებული საფარით, რომლის საშუალებითაც, ყინულის საფარის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებს (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ) 🔵მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 🔶ყინულის სასახლის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნილოგიებით აღჭურვას და მონტაჟს და ჩეხური კომპანია უზრუნველყოფს 🔵გამოცდილების გაზიარების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, ფონდის თანამშრომლებთან ერთად, ჩეხეთისა და თურქეთის ყინულის მოედნები მოინახულა და ჩეხეთის ხოკეის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩეხმა სპეციალისტებმა ქართულ მხარეს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება როგორც ყინულის მოედნების მშენებლობისა და შემდგომი მოვლა-შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, გააცნეს მაღალი დონის ჩემპიონატებისთვის განკუთვნილი არენები, ტექნიკური თუ სავარჯიშო მოედნები 🔶ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლობა და ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას

    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
      +12
  • ✅ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, 50.1 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება 🔶პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას 🔶თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი, უკვე გაფორმებულია 6 ხელშეკრულება, რაც გზის 50 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 51.6 მილიონი ლარია. დარჩენილ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება 🔶ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის პირველი 22.5 კმ. იქნება ასფალტის საფარში მოქცეული. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები 🔶ამ ეტაპზე, პირველ მონაკვეთზე მიმდინარეობს რკინაბეტონის წყალგამტარი მილების, მიწის ვაკისის, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლების, ნაპირდამცავი ბეტონის წყალმიმმართველი დეზების მოწყობის სამუშაოები 🔶თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. ეს გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი 🔶ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება #ინფრასტრუქტურა2024

    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
      +5

Similar pages