შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

MTV-ს ლოგო
MTV-ს ლოგო

MTV, წარსულში Music Television (ქართ. მუსიკალური ტელევიზია) — ამერიკული საკაბელო სატელევიზიო ქსელი, რომელიც ნიუ-იორკიდან მაუწყებლობს. დაარსებულია 1981 წლის 1 აგვისტოს.

მისი თავდაპირველი მიზანი იყო მუსიკალური ვიდეოების მაუწყებლობა. დღეს, MTV ორიენტირებულია მრავალფეროვან მუსიკაზე, პოპ კულტურაზე, ახალგაზრდულ კულტურასა და რეალითი ჟანრის გადაცემებზე, რომლებიც მოზარდებსა და ახალგაზრდა მაყურებელზეა გათვლილი.

სიახლეები

მასუდ ფეზეშქიანი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


1 აგვისტო — ამ დღეს...

შვეიცარიის დროშა
შვეიცარიის დროშა
  • ძვ. წ. 30 : ოქტავიანე (მოგვიანებით ცნობილი როგორც ავგუსტუსი) ალექსანდრიაში (ეგვიპტე) შედის და მას რომის რესპუბლიკის დაქვემდებარებაში აქცევს.
  • 1291 : შვეიცარიის კონფედერაცია (დროშა სურათზე) ჩამოყალიბდა.
  • 1619 : პირველი აფრიკელი მონები ჩაიყვანეს ჯეიმზტაუნში, ვირჯინია.
  • 1774 : კარლ ვილჰელმ შეელემ და ჟოზეფ პრისტლიმ აღმოაჩინეს ელემენტი ჟანგბადი.
  • 1800 : იუნიონის აქტით დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფოები გაერთიანდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოდ.
  • 1902 : აშშ საფრანგეთისგან პანამის არხზე უფლებებს ყიდულობს.
  • 1914 : პირველი მსოფლიო ომიგერმანიამ რუსეთს ომი გამოუცხადა.
  • 1981 : MTV-ის პირველი გადაცემა გავიდა ეთერში. არხზე ნაჩვენები პირველი მუსიკალური ვიდეო იყო The Buggles-ის „Video Killed The Radio Star“.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
      翻译: